ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

აი-ქეში არის ქლაუდზე დაფუძნებული სავაჭრო პროგრამა ნებისმიერი სავაჭრო ობიექტისა და კაფე-რესტორნისათვის. პროგრამული გადაწყვეტა შეიქმნა და განვითარდა ბულგარეთში, სადაც წარმატებით მუშაობს უკვე 10 წელია. კომპანია ჯიესენი - ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (www.gsn.ge) აი-ქეშის ოფიციალური მომწოდებელია საქართველოში.

სავაჭრო პროგრამა ქლაუდზე დაფუძნებული და მარტივია გამოსაყენებლად. არ აქვს მნიშვნელობა გაქვთ ერთი, თუ ათასი ობიექტი, იგი მორგებულია ნებისმიერი ზომის სავაჭრო და სარესტორნო ბიზნესის საჭიროებებს. ჩვენი POS პროგრამა გაწვდით იმას, რაც გჭირდებათ სწრაფი ანგარიშსწორებიდან დაწყებული, ზუსტი ინვენტირების მენეჯმენტის და აღრიცხვით დამთავრებული.

პოს პროგრამის და ნებისმიერი სავაჭრო მოწყობილობის შეძენა შესაძლებელია ჯიესენის - ჯორჯიან სერვის ნეთვორკის ფილიალებში, რომლებიც მდებარეობს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

გამოცდილება

ჩვენი 10 წლიანი გამოცდილება და მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მომხმარებელი გვაძლევს შესაძლებლობას, შემოგთავაზოთ პროგრამა, რომელიც მორგებულია თქვენი ბიზნესის საჭიროებებს. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი ზრუნავს თქვენს პროგრამულ მხარდაჭერაზე.

ჩვენი მისია

10 წელზე მეტია ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა წარმატებით ეხმარება ბიზნესს, ტრანსფორმირდეს ციფრულად და გახდეს მეტად სწრაფი, რათა მუდმივად ცვალებად ბაზარზე დარჩეს კონკურენტუნარიანი. ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ იდეალური პარტნიორობა ქართულ ბიზნესთან და მოგაწოდოთ I-cash ქლაუდზე დაფუძნებული POS პროგრამა შეღავათიან ფასად.

მთავარი ღირებულებები

 

სრული კონტროლი თქვენი ბიზნესის კომერციულ საქმიანობაზე

 


უსაფრთხო და დაცული სისტემა, რომელიც შეუფერხებლად იმუშავებს


დისტანციური წვდომა ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია