ფულის დეტექტორები საქართველოში
ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და ქაღალდის ფულის კუპიურების გაყალბება მარტივადაა შესაძლებელი. ყალბი ფულის ნამდვილისგან განსხვავება უფრო და უფრო რთული ხდება.
ყალბი ფულის ეფექტურად იდენთიფიკაციისთვის გამოიყენება სპეციალური მოწყობილობები - ფულის დეტექტორები.
მათ ხშირად ნახავთ ბანკებში, ვალუტის გაცვლის ჯიხურებში, მაღაზიებში, ბენზინგასამართ სადგურებში და საცალო ვაჭრობის ობიექტებში. განვიხილოთ თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ფულის დეტექტორი თქვენი ბიზნესისთვის და რომელი პროდუქტებია პოპულარული საქართველოში.
არსებობს მოდელები, რომლებიც შექმნილია ერთი კონკრეტული ვალუტის გადამოწმებისთვის. ასევე არსებობს ისეთი ფულის დეტექტორები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა. ფულის დეტექტორები, რომლებიც ორიენტირებულია ერთი ვალუტის შემოწმებაზე სუპერმარკეტებში გამოიყენება, ხოლო ვალუტის გაცვლის ჯიხურებში გამოყენებისთვის საუკეთესოა სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის ამომცნობი მოწყობილობები.
რომელი ფულის დეტექტორებია პოპულარული საქართველოში?
მოდით გადავხედოთ ფულის დეტექტორების მოდელებს, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს ქართულ კომპანიებში.
ფულის დეტექტორ NX115- ს შეუძლია ყველა სახის ყალბი ფულის ამოცნობა ულტრა იისფერი ნათურების დახმარებით (9W). მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ვალუტის დეტექციისთვის.
ფულის დეტექტორ NX2038 - ს შეუძლია ყველა ტიპის ყალბი ბანკნოტის გამოვლენა და იგი განკუთვნილია ყველა ვალუტისთვის. NX-2038-ის მეშვეობით შესაძლებელია საკრედიტო ბარათების, პასპორტების და გადახდილი ანგარიშის შემოწმება.

სად ვიყიდოთ ფულის დეტექტორი?
ფულის დეტექტორების NX115 და NX2038 შეძენა რეკომენდირებულია კომპანია GSN-ის საიტზე ან მის ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით. GSN არის ბულგარული კომპანია, რომელიც წლებია უკვე ქართულ ბაზარზე უდავო ლიდერია ფულის დეტექტორებისა და სხვა მოწყობილობების იმპორტირებაში.
როგორ ავირჩიოთ ფულის დეტექტორი?
არსებობს სხვადასხვა ტიპის დეტექტორები:
- პირველი ტიპის დეტექტორის გამოყენება მარტივია, მაგრამ არ იძლევა საიმედო სიზუსტეს. კუპიურა თავსდება ულტრაიისფერი ველის მქონე მოწყობილობებში, გადაწყვეტილებას მისი სიყალბის შესახებ იღებს თანამშრომელი. ამ ტიპის დეტექტორში კუპიურების გადამოწმება ხდება სათითაოდ.
- არსებობს სპეციალური მოდელები, რომლებიც ავტომატურად განსაზღვრავენ კუპიურების ნამდვილობას. დეტექტორის პროგრამაში შეყვანილია პარამეტრები, რომლებიც ორიგინალ კუპიურას ყალბისაგან განასხვავებს.
- კომბინირებული მოდელები ყველაზე ზუსტია, რადგან მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ კუპიურაზე სპეციალური ნიშნები, მისი ზომა და გამოყენებული საღებავი.