ფულის ყუთი

ფულის ყუთი

ფულის ყუთები საქართველოში

ფულის შესანახი ყუთი  თავსდება მოლარის სამუშაო ადგილზე. მასში ინახება შემოსავალი და დოკუმენტაცია. სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა სახის ფულის უჯრები არსებობს ქართულ ბაზარზე და როგორ უნდა შეიძინოთ შესაფერისი ფულის ყუთი თქვენი კომპანიისთვის.

როგორ ავირჩიოთ ფულის ყუთი?

ფულის ყუთის არჩევისას გასათვალისწინებელია:

  • საიმედოობა
  • მოხერხებულობა
  • ფუნქციონალურობა

არსებობს მექანიკური და ელექტრონული ყუთები. მექანიკური ყუთის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ გასაღებით, ხოლო ელექტრონული ყუთი იხსნება სიგნალით, რომლის გაგზავნაც სალარო აპარატიდან ან ფისკალური რეგისტრატორიდან შეიძლება.

არსებობს ფულის ყუთის ვერტიკალური და ჰორიზონტალური მოდელები. შეარჩიეთ მოდელი, რომელიც უფრო მოსახერხებელია თქვენთვის. გახსოვდეთ, რომ თუ ყუთი ვერტიკალურია, კუპიურების განლაგებაც ვერტიკალურია.

ფულის ყუთის სიდიდე მორგებული უნდა იყოს სალარო მაგიდას. მოლარესთვის კომფორტული უნდა იყოს მისი გამოყენება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დიდ ფულის ყუთს ბევრი განყოფილება აქვს, მაგრამ ამადროულად უფრო მძიმეა.

შეამოწმეთ შეესაბამება თუ არა მოდელი თქვენ სალარო აპარატს. ამისთვის შეხედეთ კონექტორს, ის შეიძლება იყოს RJ11 ან USB.

რომელი ფულის ყუთებია პოპულარული საქართველოში? 

Comfort - მექანიკური / ავტომატური ფულის ლითონის ყუთი აღჭურვილია გასაღებით, ქაღალდის ფულის შესანახი 4 უჯრით და რკინის ფულის შესანახი 5 უჯრით. ფულის ყუთი უერთდება სალარო აპარატს, ფისკალურ პრინტერს, თერმო პრინტერს, პერსონალურ კომპიუტერსა და POS სისტემას. მისი გამოყენება შესაძლებელია დამოუკიდებლადაც. მას აქვს კომპაქტური და ელეგანტური დიზაინი. ზომა: 38 x 33 x 9,5 სმ.

ფულის შესანახი ლითონის ყუთი - Comfort გვერდითა მხარე 

Max - მექანიკური / ავტომატური ფულის ლითონის ყუთი, აღჭურვილია გასაღებით, 5 ქაღალდის ფულის შესანახი უჯრით და 8 რკინის ფულის შესანახი უჯრით. ფულის ყუთი უერთდება სალარო აპარატს, ფისკალურ პრინტერს, თერმო პრინტერს, პერსონალურ კომპიუტერსა და POS სისტემას. მისი გამოყენება შესაძლებელია დამოუკიდებლადაც. ის არის კომპაქტური და ელეგანტური დიზაინის მქონე. ზომა: 42 x 40.5 x 11 სმ.

ფულის შესანახი ლითონის ყუთი - Max წინა მხარე

ფულის უჯრა FLIP TOP - მოწყობილობა წარმოადგენს ფულის შესანახ ლითონის ყუთს რომელიც შეიძლება მიუერთოთ და ავტომატურად გაიღოს: თერმო პრინტერის, ფისკალური პრინტერის, პერსონალური კომპიუტერის, სალარო აპარატის მეშვეობით. მას აქვს 6 განყოფილება ქაღალდის კუპიურებისთვის რეგულირებადი ზომით და 8 განყოფილება ხურდის შესანახად. 2 პოზიციიანი გასაღების საკეტი და ასევე თანხის შესანახი განყოფილების დაცულად მოხსნა/გადატანის შესაძლებლობა.

ფულის უჯრა FLIP TOP

მეტალის ფულის ყუთი Mini YFC-20

ფულის შესანახი ლითონის ყუთის გაღება/ჩაკეტვა შესაძლებელია გასაღების მეშვეობით.

პროდუქტს აქვს მოსახერხებელი დასაკეცი სახელური, რაც ამარტივებს ფულის გადატანს მისი ყუთიდან ამოღების გარეშე. მოსასხნელი სადგამის საშუალებით შეგიძლიათ ქაღალდისა და ხურდა ფულის ადვილად ორგანიზება. გასაღები იცავს პროდუქტს შესაძლო საფრთხისგან.

მეტალის ფულის ყუთი mini YFC-20

მეტალის ფულის ყუთი - Special YFC-30

ფულის შესანახი ლითონის ყუთის გაღება/ჩაკეტვა შესაძლებელია გასაღების მეშვეობით.

პროდუქტს აქვს მოსახერხებელი დასაკეცი სახელური, რაც ამარტივებს ფულის გადატანას მისი ყუთიდან ამოღების გარეშე. მოსასხნელი სადგამის საშუალებით შეგიძლიათ ქაღალდისა და ხურდა ფულის ადვილად ორგანიზება. გასაღები იცავს პროდუქტს შესაძლო საფრთხისგან.

მეტალის ფულის ყუთი - Special YFC-30

სად შეძლება შევიძინოთ ფულის ყუთები?

  • კომპანიის ნებისმიერ ფილიალში საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
  • ონლაინ მაღაზიის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს უფასო მიწოდებას. www.gsn.ge
  • მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარი ( +995322500120) ჩვენს დისტანციურ გაყიდვების განყოფილებაში, რომელიც იზრუნებს თქვენი მოწყობილობის რეგისტრაციაზე და მის სასურველ მისამართზე უფასოდ მიწოდებაზე.

შეიძინეთ აქ:

მიიღეთ 30%-მდე ფასდაკლება POS აღჭურვილობაზე GSN-დან სალარო აპარატის შეძენის შემთხვევაში!

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს

ან დაგვიკავშირდით: +995 32 2 500 120

შეიყვანე ინფორმაცია და მიიღე I-Cash 3 თვე უფასოდ

მოგვწერეთ