რა არის აი-ქეში?

რა არის აი-ქეში?

რა არის აი-ქეში?

აი-ქეში არის Cloud-ზე დაფუძნებული სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შედგება ორი მოდულისგან: ონლაინ პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გქონდეთ წვდომა კომერციულ ოპერაციებზე ნებისმიერი ადგილიდან. სავაჭრო პროგრამა, რომელიც მუშაობს Windows-ზე და Android-ზე და უკავშირდება სალარო აპარატს.

როგორ მუშაობს აი-ქეში?

სისტემა ასრულებს უწყვეტი ორმხრივი კომუნიკაციის როლს. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შედის ვებგვერდზე, დაუყოვნებლივ აისახება გაყიდვების რეპორტში. და პირიქით – ყველა გაყიდვა POS-ზე ატვირთულია ქსელში. ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი საწყობი დისტანციურად, შეიტანოთ მასალები, შეამოწმოთ ცვლილებები და გააკონტროლოთ გაყიდვები უშუალოდ თქვენი ტელეფონის ან ლეპტოპის მეშვეობით სახლიდან გაუსვლელად.

როგორ შევიძინო აი-ქეში?

პროგრამა აი-ქეშის შეძენა შეგიძლიათ დისტანციურად: (032) 2 500 225 ან ჯიესენის – ჯორჯიან სერვის ნეთვორკის ფილიალებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

როგორ გადავიხადო?

აი-ქეშის პროგრამული უზრუნველყოფა შეგიძლიათ შეიძინოთ ყოველთვიური ან წლიური გამოწერით. დაუკავშირდით ჩვენს გაყიდვების გუნდს, რომელიც მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?

პროგრამა საცალო ვაჭრობაზეა ორიენტირებული და მას აქტიურად იყენებენ შემდეგ სფეროებში: საცალო ვაჭრობის ობიექტები რესტორნებისა და სწრაფი კვების ობიექტები კომერციული ოფისები  სასაწყობო და საცალო მაღაზიები  საიუველირო მაღაზიები  ფიტნეს კლუბები  დისტანციური მოვაჭრეები

რა ღირს აი-ქეში?

ფასი დამოკიდებულია კონკრეტულ პაკეტზე, რომელსაც თქვენ შეარჩევთ. გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების გუნდს და ისინი გეტყვიან რომელი პაკეტი შეეფერება თქვენს ბიზნესს და, შეასაბამისად, გეტყვიან ფასსაც.