სალარო აპარატები საქართველოში
კომპანიებს, რომლებიც მყიდველებისგან ადგილზე იღებენ თანხას, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ GPRS სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატები, რომლებიც დაკავშირებულია შემოსავლების სამსახურთან.
საქართველოს ბაზარზე ამ პროდუქტის მრავალფეროვანი არჩევანია სხვადასხვა ტიპის ბიზნესებისთვის. თქვენი კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ დაგეხმარებით სწორი არჩევანის გაკეთებაში.
რომელი სალარო აპარატებია პოპულარული საქართველოს ბაზარზე?
Daisy Expert SX - არის ფისკალური მოწყობილობა, რომელიც გთავაზობთ საიმედოობას და მაღალხარისხიან ფუნქციონალს. მისი დიდი ეკრანი, კომფორტული კლავიატურა და უპრობლემო მუშაობის პროცესი, ათასობით ჩვენი მომხმარებლის არჩევანს წარმოადგენს. მისი ჩაშენებული პორტები (USB და RS232) შესაძლებელს ხდის დაკავშირებული იყოს თითქმის ყველა მოწყობილობასთან: სასწორებთან, შტრიხკოდ სკანერებთან, ან კომპიუტერულ სისტემებთან. მას აქვს ქაღალდის მარტივი ჩატვირთვის ფუნქცია, მაღალხარისხიანი სილიკონის კლავიატურა და ჩაშენებული აკუმულატორი. მის კომპაქტურ ზომაში ჩაშენებული GPRS, ანტენა და გამძლე აკუმულატორი სალარო აპარატს შესაბამისს ხდის საკურიერო სერვისისათვის, სასურსათო მაღაზიისათვის, აფთიაქებისათვის, პატარა მაღაზიებისათვის, ბარებისა და კომერციული ადგილებისათვის, პატარა სამუშაო ადგილით.


Daisy Compact S - ეს არის სალარო აპარატი, რომელმაც გააერთიანა უახლესი ტექნიკური გადაწყვეტები, შედეგად კი მივიღეთ ტექნოლოგიური სამკაული. მისი ზომები იმდენად მცირეა, რომ იგი წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის სალარო აპარატს. ამავდროულად Compact S-ს აქვს ბევრი ფუნქცია: ჩაშენებული ელემენტი, წარმოუდგენლად სწრაფი და ჩუმი პრინტერი, ანდროიდის დამტენი, განათება და შესაძლებლობა იმუშაოს შეზღუდული ხილვადობის პირობებში. რაც მთავარია, იგი არის ძალიან მსუბუქი და მოსახერხებელი, იწონის მხოლოდ 300 გრამს. იგი შესაფერისია ნებისმიერი ტიპის ბიზნესისათვის: საკურიერო სერვისი, სასურსათო მაღაზია, ბაზარი, სილამაზის სალონი, მარკეტი და სხვა.


Daisy Compact M არის მობილური სალარო აპარატი თანამედროვე ინოვაციური დიზაინით. იგი აღჭურვილია მარტივი ქაღალდის დატვირთვის სისტემით, ერგონომიული კლავიატურით, ოპერატორისა და მომხმარებლის გრაფიკული ეკრანებითა და ბლუთუზით. ის გამოირჩევა კომპაქტური ზომით, მასში ინტეგრირებულია GPRS ტერმინალი და გადამცემი, გააჩნია გამძლე ელემენტი. Daisy Compact M-ს აქვს ფულის ყუთსა და შტრიხკოდის სკანერთან მიერთების შესაძლებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნული, მას შესაფერისს ხდის ნებისმიერი სახის ბიზნესსა თუ კურიერულ მომსახურებაში შეუფერხებლად და წარმატებით გამოყენებისთვის.


Daisy Perfect M-ის მახასიათებლებია ელეგანტური და ინოვაციური დიზაინი, დიდი თხევადკრისტალური ეკრანი განათებით, ქაღალდის ჩატვირთვის მარტივი მექანიზმი, ერგონომიული კლავიატურა, სწრაფი და ჩუმი ბეჭდვა. მისი კომპაქტური ზომა, ინტეგრირებული GPRS, ინტეგრირებული ანტენა და ხანგრძლივი NI-MH აკუმულატორი შესაფერისს ხდის მას ყველა სახის ბიზნესისათვის. შესაბამისად, ის ძალიან მოთხოვნადია სხვადასხვა ტიპის ბიზნესსა და საკურიერო სერვისებში.

Daisy Expert არის ფისკალური მოწყობილობა, რომელიც გთავაზობთ საიმედოობასა და მაღალხარისხიან ფუნქციონალს. მისი ეკრანი, კომფორტული კლავიატურა და უპრობლემო მუშაობის პროცესი, ჩვენი ათასობით მომხმარებლის არჩევანს წარმოადგენს. მისი ჩაშენებული პორტები (USB და RS232) შესაძლებელს ხდის დაკავშირებული იყოს თითქმის ყველა მოწყობილობასთან: სასწორებთან, შტრიხკოდ სკანერებთან, ან კომპიუტერულ სისტემებთან. მას აქვს ქაღალდის მარტივი ჩატვირთვის ფუნქცია, მაღალხარისხიანი სილიკონის კლავიატურა და ჩაშენებული აკუმულატორი. მის კომპაქტურ ზომაში ჩაშენებულია GPRS, ანტენა და გამძლე აკუმულატორი. ყოველივე ზემოაღნიშნული შესაფერისს ხდის ნებისმიერი სახის ბიზნესსა თუ საკურიერო სერვისში შეუფერხებლად და წარმატებით გამოყენებისთვის.
სად შევიძინოთ სალარო აპარატები საქართველოში?
ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სალარო აპარატის შეძენა რეკომენდებულია კომპანია GSN–ის საიტზე, ან მის ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით. აქვე აღსანიშნავია, რომ სალარო აპარატების ონლაინ ყიდვის შემთხვევაში თერმულ ქაღალდს უფასოდ მიიღებთ. პროდუქტებს აქვთ 3 წლიანი გარანტია. კომპანია GSN ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და დღესდღეობით იგი უდავო ლიდერია.
როგორ ავირჩიოთ სალარო აპარატი?
სალარო აპარატის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები:
ბიზნესის ტიპი - განსხვავებული ბიზნესებისთვის სხვადასხვა ტიპის სალარო აპარატებია რეკომენდებული. მაგალითად, საკურიერო მომსახურებისთვის უმჯობესია პატარა და მობილური სალარო აპარატების შეძენა, ხოლო საცალო მაღაზიისთვის შედარებით დიდი და უფრო კომფორტულის.
მყიდველთა რაოდენობა - თუ კომპანია დღის განმავლობაში ყიდის მხოლოდ რამდენიმე პროდუქტს, სალარო აპარატში ქვითრების სწრაფი დაბეჭდვის ფუნქცია არ არის საჭირო.
პროდუქციის ნაირსახეობა - თუ კომპანიას აქვს პროდუქციის დიდი ასორტიმენტი, საჭიროა აპარატი, რომელიც საშუალებას იძლევა პროდუქტი აარჩიოთ გრძელი სიიდან.
პროდუქტის დასახელების სიგრძე - არსებობს სალარო აპარატები ფართო და ვიწრო ლენტით. თუ პროდუქტის ან მომსახურების დასახელებები გრძელია, უმჯობესია შეიძინოთ სალარო აპარატი ფართო ლენტით.
თავისუფალი სივრცე დახლზე - თუ საკმარისი ადგილი არ არის, დაგჭირდებათ კომპაქტური სალარო აპარატი.