შტრიხკოდის სკანერები საქართველოში
შტრიხკოდის სკანერი არის მოწყობილობა, რომელიც კითხულობს პროდუქტების შტრიხკოდებს და აგზავნის კოდებს კომპიუტერში. ისინი საჭიროა სავაჭრო პროცესების ავტომატიზაციისთვის. განვიხილოთ თუ რა სახის შტრიხკოდის სკანერები არსებობს ქართულ ბაზარზე და როგორ უნდა გააკეთოთ სწორი არჩევანი.
როგორ ავირჩიოთ შტრიხკოდის სკანერი?
შტრიხკოდის სკანერის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ კომპანიის საქმიანობა. მაგალითად, იაფი ხელის სკანერი შესაფერისია პატარა მაღაზიისთვის, ხოლო სუპერმარკეტისთვის დაგჭირდებათ სტაციონალური ლაზერული სკანერი, რომელიც საშუალებას მოგცემთ სწრაფად წაიკითხოთ შტრიხკოდი. ამიტომ, არჩევის დროს, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ საწარმოს მუშაობის მასშტაბები და მომსახურების საჭირო სიჩქარე.
ყურადღება მიაქციეთ:
- პროდუქციის ზომას და ფორმას;
- შტრიხკოდის ფორმატებს;
- ეტიკეტების თვისებებს;
- შემოწმების საჭირო რაოდენობას დღეში;
- კომპანიის მიერ გამოყენებულ პროგრამებს და აღჭურვილობას.
შტრიხკოდების სკანერები გამოიყენება არა მხოლოდ გაყიდვების რეგისტრაციისთვის, არამედ ფასდაკლების ბარათების იდენტიფიკაციისთვის და ინვენტარიზაციისთვის. მოწყობილობის არჩევისას იფიქრეთ რა მიზნით იქნება ის გამოყენებული. არსებობს სკანერები, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა დაბალ ტემპერატურაზე, ასევე არსებობს ისეთი მოდელებიც, რომლებიც შექმნილია წვიმის დროს სამუშაოდ.
რომელი შტრიხკოდ სკანერებია პოპულარული ქართულ ბაზარზე?
KC5200 არის ერთხაზოვანი სხივის მქონე მოწყობილობა , შექმნილი მაღალი სიმკვრივის სკანირებისათვის, იდეალური შეთანხმება გამძლეობის, ერგონომიკის და ღირებულებისა. აკმაყოფილებს საცალო ვაჭრობის, წარმოების, სასაწყობე, სადისტრიბუციო სფეროს ფართო სპექტრს. იგი უერთდება პერსონალურ კომპიუტერსა და პოს სისტემას.
DT-6800 არის ყველა მიმართულების საპრეზენტაციო მოწყობილობა. მას აქვს მაღალი ხარისხის 2D-CMOS მოწყობილობა, ელეგანტური და გამძლე კონსტრუქცია, რაც DT-6800 შტრიხკოდ სკანერს ქმნის გამოსაყენებელად შესაბამისს სავაჭრო სისტემებში (POS). აქვს სარეკლამო დანართის წაკითხვის შესაძლებლობა მობილურ ტელეფონში მარკეტინგისათვის, წარმოებისათვის, სამედიცინო სფეროსა და საბანკო სექტორში. DT-6800 შტრიხკოდ სკანერს აქვს ობიექტივის ფართო კუთხე, რომელიც ადვილად ახდენს 1D, PDF და 2D ტიპის შტრიხკოდების დეკოდირებას. იგი უერთდება პერსონალურ კომპიუტერსა და პოს სისტემას. აღიქვამს შტრიხკოდს მობილურ ტელეფონებში და რთულად აღსაქმელ შტრიხკოდს.
უკაბელო შტრიხკოდ სკანერი KD 5230ZB კომპიუტერს უკავშირდება USB მიმღებს კაბელის გარეშე- WIRELESS-ის მეშვეობით, რომლის გამოყენება შესაძლებელია კომპიუტერიდან 30 მეტრამდე მოშორებით. შტრიხკოდ სკანერს შეუძლია 1D და 2D შტრიხკოდების წაკითხვა, როგორიცაა QR კოდები. გამოირჩევა ერგონომიული დიზაინით, მასში ჩაშენებული 1150mah ტევადობის ლითიუმის აკუმლატორის ჩათვლით მისი წონა 140 გრამს შეადგენს. დასკანერების რაოდენობა: 30000 (სრული დამუხტვის ციკლი). შტრიხკოდის წაკითხვისას შეუძლია ხმოვანი სიგნალის გამოცემა, ინთება ნათურა და ჩაშენებული აქვს ვიბრაციის ფუნქცია.
Honeywell 1250G გამოიყენება პერსონალურ კომპიუტერზე მისაერთებლად საცალო და სასაწყობე პროგრამაზე სამუშაოდ 1D შტრიხ-კოდების წასაკითხად. დეკოდირების შესაძლებლობები: კითხულობს სტანდარტულ 1D და GS1 DataBar სიმბოლოებს. გამოყენებისათვის საჭიროა მიუერთოთ პერსონალურ კომპიუტერს USB პორტის მეშვეობით, სკანერი ავტომატურად დაინსტალირდება.
Honeywell MS7120 - ORBIT გამოიყენება პერსონალურ კომპიუტერზე მისაერთებლად საცალო და სასაწყობე პროგრამაზე სამუშაოდ 1D შტრიხ-კოდების წასაკითხად 2D განზომილებაში. დეკოდირების შესაძლებლობა 1D და GS1 DataBar სიმბოლოები 2D განზომილებაში. გამოყენებისათვის საჭიროა მიუერთოთ პერსონალურ კომპიუტერს USB პორტის მეშვეობით, სკანერი ავტომატურად დაინსტალირდება.
სად ვიყიდოთ შტრიხკოდის სკანერი?
ზემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობების შეძენა შესაძლებელია კომპანია GSN-ის საიტზე ონლაინ ან მის ფილიალებში. კომპანიას საქართველოში 18 ფილიალი აქვს და ბაზარზე უდავო ლიდერია.