• (032) 2 500 225
  • [email protected]
დახმარება

დახმარება

ვის შეუძლია აი-ქეშის გამოყენება?

აი-ქეშ კაფე-რესტორანი:

  • რესტორანი,
  • კაფე-ბარი
  • სწრაფი კვების ობიექტი
  • ნებისმიერი საკვები ობიექტი.

აი-ქეშ რითეილი:

  • ნებისმიერი მაღაზია
  • სავაჭრო ობიექტი
  • საწყობი

რა განსხვავებაა აი-ქეშ რითეილსა და აი-ქეშ კაფე-რესტორანს შორის?

ერთადერთი განსხვავება მათ შორის არის ის, რომ აი-ქეშ კაფე-რესტორანს აქვს ფუნქცია, განალაგოთ მაგიდები ზუსტად ისე, როგორც თქვენს ობიექტზეა, რათა გამარტივდეს მიმტანებისთვის მუშაობა. შეგიძლიათ დაამატოთ იმდენი მაგიდა, რამდენიც გსურთ.

აი-ქეშ რითეილში გაქვთ შესაძლებლობა გახსნათ ბევრი ანგარიში, თუმცა ვერ დაამატებთ მაგიდებს პროგრამაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით!

როგორ შევიძინო აი-ქეში?

პროგრამა აი-ქეშის შეძენა შეგიძლიათ დისტანციურად: (032) 2 500 225 ან ჯიესენის – ჯორჯიან სერვის ნეთვორკის ფილიალებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

რას მოიცავს აი-ქეშის სრული პაკეტი?

1 პაკეტი მოიცავს:

  • 1 ადმინ პანელს
  • 1 სალარო აპარატს (გაყიდვის წერტილს)
  • 1 საწყობს

რა არის ადმინ პანელი?

ადმინ პანელიდან მენეჯერი/მფლობელი აკონტროლებს სრულ სამუშაო პროცესს: მარაგების მიღებას, რეპორტის წარმოებას, გაყიდვებს, ბუღალტერიას და სხვ. მას შემდეგ, რაც მენეჯერი/მფლობელი დაამატებს თავის თანამშრომელს პროგრამაში, მას აქვს შესაძლებლობა აირჩიოს რა ფუნქციები ჩაურთოს თითოეულს.

რა ტიპის ბიზნესს შეუძლია აი-ქეშის გამოყენება?

აი-ქეში შესაბამისია პატარა და საშუალო ზომის ბიზნესისათვის. ერთ კომპანიას შეუძლია გამოიყენოს აი-ქეში და იმუშაოს იმდენ ობიექტზე, რამდენიც აქვს.

რა არის ონლაინ, ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამა?

ონლაინ პროგრამა, ან ქლაუდზე დაფუძნებული POS პროგრამა არის ის, რომელიც მთლიანად ონლაინ ფუნქციონირებს. პროგრამა არ არის დაინსტალირებული თქვენს არცერთ სისტემაზე. სანაცვლოდ, თქვენ გაქვთ წვდომა POS სისტემასთან იმ ანგარიშით, რომელსაც შექმნით სერვისის მომწოდებელთან.

ქლაუდზე დაფუძნებულ POS-ს ბევრი დადებითი მხარე აქვს. ინვენტარი, გაყიდვები და მონაცემები ყოველთვის დაცულია, რადგანაც ინახება ონლაინ სერვერზე. მფლობელს/ადმინისტრატორს პროგრამაში მუშაობა შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ინტერნეტი გაითიშება?

ონლაინ და ოფლაინ – გამოიყენეთ ყველგან. აი-ქეში არის ქლაუდზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელსაც შეუძლია იმუშაოს ინტერნეტის გარეშეც. ყველა ტრანზაქცია ავტომატურად სინქრონირდება თქვენს ონლაინ სერვერზე, როგორც კი ინტერნეტის მოწოდება აღდგება. ამიტომ, თქვენს თანამშრომლებს შეუძლიათ განაგრძონ გაყიდვა, მაშინაც კი თუ ინტერნეტი გათიშულია.

რა არის იუზერები?

1 ფილიალს (ობიექტს) აქვს 1 ადმინისტრატორის პანელი დამფუძნებლისთვის და ულიმიტო თანამშრომლების დამატების შესაძლებლობა, სხვადასხვა მუშაობის უფლებით.

როგორ უნდა დააინსტალიროთ აი-ქეში?

აი-ქეშ POS პროგრამის ინსტალაცია უფასოა. ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის წარმომადგენელი მოვა და ადგილზე გაგიმართავთ პროგრამას.

როგორ ვიმუშაოთ აი-ქეშზე? შესაძლებელია ჩემი თანამშრომლებისთვის ტრენინგი?

ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის თანამშრომელი უფასო ტრენინგს ჩაუტარებს თქვენს თანამშრომლებს.

თუ დამჭირდება ჩემი მოწყობილობების, ან საბუღალტრო პროგრამის ინტეგრირება პროგრამასთან?

აი-ქეშის ინტეგრაცია შესაძლებელია ნებისმიერ საბუღალტრო პროგრამასთან. პროგრამა ინტეგრირდება ნებისმიერ მოწყობილობასთან, როგორიცაა: ელექტრონული სასწორი, პრინტერები, POS სისტემები, სალარო აპარატები და სხვა.

რომელ ოპერაციულ სისტემასთან მუშაობს აი-ქეში?

აი-ქეში მუშაობს Windows და Android ოპერაციულ სისტემებთან.

როგორ უნდა ავარჩიო საუკეთესო სალარო აპარატი ჩემი ბიზნესისათვის?

თქვენ გაქვთ საუკეთესო შესაძლებლობა შეიძინოთ სალარო აპარატი ჩვენი მომწოდებლისგან! მხოლოდ 1 ზარით ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ სალარო აპარატი, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული და სრულიად მზად თქვენს სავაჭრო ობიექტში მუშაობისათვის, პლუს POS სისტემა და სრული ბიზნეს აღჭურვილობა.

შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ 7 სხვადასხვა მოდელს შორის, მოლარის მუშაობის ხანგრძლივობიდან და თქვენთვის სასურველი დიზაინიდან გამომდინარე. მიწოდების სერვისი უფასოა. დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: (032) 2 500 225.

მე მჭირდება POS სისტემა, პრინტერი, შტრიხკოდის სკანერი, ფულის ყუთი, ფულის დეტექტორი, ელექტრონული სასწორი, შტრიხკოდის პრინტერი, ფულის სათვლელი მანქანა და სხვა

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი ტიპის ბიზნეს აღჭურვილობა მხოლოდ 1 ზარით. ჩვენი მაღალკვალიფიციური ტექნიკოსები დაგეხმარებიან შეარჩიოთ ყველაზე მოსახერხებელი და ბიუჯეტური მოწყობილობა, რომელიც თქვენ გჭირდებათ. მიწოდების სერვისი უფასოა.

მხარდაჭერა

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს კლიენტებს სჭირდებათ პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, მას მიიღებთ უფასოდ.

ქოლ ცენტრის ტელეფონის ნომერი და სამუშაო საათები

ქოლ ცენტრის ტელეფონის ნომერი: (032) 2 500 225 და სამუშაო საათებია: 9:00-დან 19:00 საათამდე.

როგორ ხდება გადახდა?

კლიენტი ირჩევს ყოველთვიურ ან ყოველწლიურ გადახდას. სეზონური ბიზნესისთვისაც შესაძლებელია პროგრამის გამოყენება. ობიექტს შეუძლია იმუშაოს 3-4 თვე და დაიხუროს, შემდეგ წელს კი განაახლოს მუშაობა და კვლავ გამოიყენოს პროგრამა სეზონურად. სრული ინფორმაცია შენახული იქნება სერვერზე წლების განმავლობაში, თუმცა კლიენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ძველი მონაცემების წაშლაც.

შემიძლია ვისარგებლო სატესტო პერიოდით?

აი-ქეშის პროგრამა პირველი თვე სრულიად უფასოა. დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: (032) 2 500 225

რა ღირს?

გთხოვთ ეწვიოთ მენიუს – სერვისები

მჭირდება დახმარება

დაგვიკავშირდით: [email protected] / (032) 2 500 225